ადამიანი ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებას, სხეულის წონასწორობის შენარჩუნებას და სივრცეში კოორდინაციას სახსრების და კუნთების საშუალებით ახერხებს.


ერხემლის, სახსრების, კუნთების, წელის ტკივილი ბევრისთვის ნაცნობი თემაა. 


მიზეზი კუნთებსა და სახსრებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებებია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ტრავმებთან, ოსტეოართროზთან, ანთებასთან...


ტკივილი სუბიექტურია და ყველა ადამიანი აღიქვამს და აღწერს მას ინდივიდუალურად.




ზურგისა და წელის ტკივილი
– რომელიც ახასიათებს ხერხემლის სხვადასხვა ანთებით დაავადებებს (რადიკულიტი, ოსტეოართროზი, ლუმბაგო, იშიაზი), გვხვდება მოსახლეობის 70 %-ში. ზურგისა და წელის ტკივილი ყველაზე ხშირად გვხვდება 30-50 წლის ასაკში.


სახსრების ტკივილი – (ხელის, თითების, მუხლის სახსრების და სხვა.). კაცობრიობის 20-40 % -ში დიაგნოსტირდება ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. დაავადებულთა 10 % კი ინვალიდი რჩება სახსრების ტკივილის გამო. სახსრების ტკივილი ძირითადად ხანში შესულ ადამიანებს ახასიათებს, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს უფრო ახალგაზრდა ასაკში, ბავშვებშიც კი. 

 


კუნთების ტკივილი – ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერ ადამიანს გამოუცდია. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როცა ის თავს გვახსენებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დროს. მიალგია ბევრისთვის პროფესიული დაავადებაა. ის ხშირად ემართებათ ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა ამა თუ იმ ჯგუფის კუნთების გადაძაბვას ან მოუხერხებელ პოზაში დიდხანს მუშაობას მოითხოვს (მევიოლინეებს, პიანისტებს, მბეჭდავებს, მძღოლებს).


სახსრებისა და კუნთების ტკივილი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვისას კუნთების მკვეთრი გადაძაბვის გამო, ტრავმის შემდეგ ან ძლიერი გადაცივებისას.